დაღამდა ისევე


დაღამდა ისევე,როგორაც შარშანწინ,
არც შარშან ყოფილა ამბები საჩემო,
რომ ვხედავ კოწია ყოფილა მართალი,
თუ კაი თავი გაქვს ა ხე და ა ჩერო...

მოწყენით გავყურებ მარსისტულ სიწითლეს,
სიგარეტს შევეშვი...აქ მდგარი ვბოლავდი...
მივტირი აშკარა დაკარგულ იმ რითმებს,
რომელიც დავწერე მეორედ მოსვლამდი...

რამხელა კოსმოსი დაგვყურებს ზემოდან,
ან სულაც ქვემოდან, ვინ იცის რა ხდება,
გოგონა ალაგებს ჭრელ-ჭრულა ჩემოდანს,
და დარდობს დიეტით მალე თუ გახდება...

გარეთ კი შემცივდა ამ ერთ წამ ფიქრებში,
ისევე მაოცებს სიწითლე მარსული
ჰაერი მოვფშვნიტე დამტვრეულ თითებში...
რამდენი დრო არის რა მალე გასული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი