სილურჯე შავი ზღვის


სილურჯე შავი ზღვის,ზეფირში ნაბანი....
შენს ლამაზ სილუეტს მზე რკალში არეკლავს...
ლამაზი ნაკვთების უსრულო ანბანი...
გახედვით გააპობ გამათა ნარ-ეკალს....

ისეთი ნაზი ხარ,ტალღაც ვერ გიკარებს...
შეზლონგის სითეთრეს ირეკლავ პრიზმაში...
ყველა კადრს..ყველა სტროფს..გრძნობაში გიტარებ...
ხარ ჩემი ლექსის და ფოკუსის მიზანში....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი