სადღაც უმღერდნენ


სადღაც უმღერდნენ მთავრეს
და ვიოლინოს ჰანგი,
კვნესდა უძილო ღამეს,
შენ კი ანგელოზს ჰგავდი.
იწურებოდა ბინდი
და ალიონი მორცხვად
გამოჩნდა დიდ მთებს იქით,
როგორც აღქმული ლოცვა.
გაყრა დღისაგან ღამის,
ვამსგავსე რაღაც ნაცნობს,
შენი თვალების მსგავი
ფერი გაეკა ტატნობს.
კვლავ მელოდია კვნესდა
იწურებოდა ბინდი
გულში ჩავკალი სევდა
ამ ღამესავით დიდი.
იმავე გრძნობით გელი 
როგორც დილის ნამს ვარდი,
შენი თვალების ფერით
იცი?ალიონს ჰგავდი...


2000

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი