მერე ყველა რთულია


მერე ყველა რთულია მერე ყველა ბერდება,
დაუგეგმავ კუპლეტებს ჩემი დიდი სალამი,
ხან საათი ხან წუთი  ხანაც წამი ჩერდება
ხან საბრძოლო ხან თეთრი დაფრიალებს ალამი.

ყველა ტკივილის დავითმენთ ყველა ხალისს ვხალისობთ,
არ გვინდა გამოვტოვოთ აღარცერთი მოტივი,
ხან ვდეკემბრობთ ზაფხულში ხან ზამთარში ვმაისობთ
ხან დღე გვიჭირს გახედვა ხან ღამე ვართ ჭოტივით..

ასე უუბრალოეს და მარტივი ცხოვრებით
ხან ივსება ხან კიდევ დადის ფსკერზე ჭიქები
ქართველებად ვიკურთხეთ  უფლის ნებით მოვედით
და ვართ ასე ჭიდილში მე და ჩემი ბიჭები.

ნიჭი არის ნიჭი და არის კიდევ  გაბედვა,
არის კიდევ რაღაც და.. მასზე დიდი სიდიდეც
ვგრძნობ რომ პოეტურია ყველა ჩემი გახედვა
მტერთან არ დავიჩოქე,ფულზე არ გავიყიდე.

ალიონი დაისი ქარი წვიმა ფიფქები,
მარტო ესეც გვეყოფა რომ შევივსოთ საგულე	
უფლის ნებით მიწაზე ასე ერხანს ვიქნებით...
ბოლოს დიდი სინათლე ყველას შემოგვაბრუნებს.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი