არ დამილევია


არ დამილევია აგერ ერთი თვეა,
ჭიქა რო ჭიქაა და წვეთი რო წვეთია,
ახალი მეზობელი,ხნის კაცი უთითოა,
ამბობს მსმელი იყო,რა ბევრად მერჩია.

მე ისევ გაღიმებით შევცქერი პალიტრას,
გაზეთი კომუნისტი ითრია ''კუხნიდან''
ტარანი არაყი ლუდი და ''პოლიტრა''
რვაქიმა ვარსკვლავი უელავს მუხლიდან...

მიყვება ციმბირულ ღამეებს თუ მარტო,
თუ როგორ გაუძლო,და ისხამს ბალტიკას...
გაზაფხულს თუ როგორ ივლიდა უმარტოდ,
გაყინულ ქარების თეთრი რომანტიკა.

სიფხიზლეს მიწუნებს,ნელნელა ეხსნება,
კუნთების ტრემორი,ბლატნოი კლაპნები...
რომ არასწორია პროცენტით სესხება...
არადა მომრავლდნენ ასეთი დამპლები...

რომ არ ვსვამ,ამ მოხუცს უსმელი ვგონივარ,
ბახუსის აკორდებს ცდილობს რომ ამიხსნას...
მარიგებს თუარ სვამ იცოდე ნოლი ხარ...
და ვითომ შემთხვევით არაყი დამისხა...

შენს წონას სეზონზე მაინც ვსვამ კრახუნას,
და ცოლოკაურის ციცქასთან ნაზავებს...
ვპასუხობ ღიმილით (ხანდახან კახურსაც)..
იცინის ვატყობ რომ ბახუსი გვაზავებს...

უბრალო მიზეზით ვისვენებ,რთულია...
თუ როგორ გამშრატეს ვხვდები რომ ავუხსნი...
მუდმივად სიფხიზლე მართლაც რომ ნულია...
გაგებით 
მიღიმის... არაყი დავუსხი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი