დამსხვრეულ მინებზე
დამსხვრეულ მინებზე იოგის სიფრთხილით, გადიხარ ბეწვის ხიდს ბრჭყალი ბრჭყალს მიდებით, შეცდომა დაცემა,შეცდომა სიკვდილი, ბრძოლობ და ხედავ რომ არავის ჭირდები... სიგარეტს გითვლიან საშინელ ჩვევაში, დალევას გიხსნიან თუ როგორ გართულებს, არადა შენც იცი ჯობია ზედაშე, საკმევლის სუნი და თანხვედრა ქართულზე... ნერვები ეშლება ყველას და იღლება, თვალების ფსკერზე რომ დარაჯობ სიმშვიდეს, არავინ კითხულობს რომ გწირასვ იღბალი, დაკარგე,ნახე,თუ ბაზარში იყიდე... დამსხვრეულ მინებზე გეჭრება ქუსლები, იღიმი,მინიმუმ არ იტყობ ჭრილობებს, ზურგიდან გეყრება ეჭვების ლურსმნები, ქუჩაში მართავენ საჯარო ყრილობებს ის ხალხი რომელიც შენ გულით ატარე, გითხოვენ კოცონზე ან გილიოტინით... და თუკი გიხილეს დამდგარი რაფაზე სუყველას უჩნდება შექების მოტივი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი