არ გიყვარს სინათლე


არ გიყვარს სინათლე, სიბნელეს ემხრობი,
თუმც გული ღმერთივით, სასტუმროდ გაგიღეს,
,,ბუკებთან'' ნაყიდი ასი წლის ,,ჩეხოვი''
ბაზარში კიტრად და პომიდვრად გაყიდე...

არ იღებ ვენიდან ნემსების არსენალს,
გადათვლი ცხრა ცას და მეათეს ისვენებ...
კი გავხარ (თუ გკითხეს), ,,დათას'' ან არსენას,
პირობა-დარღვევა, და მაინც ისევე...

ხელების კანკალით ზარს აძლევ აფთიაქს,
განა რომ წამალი გჭირდება ან შვება,
იცი რომ პატარა შუშაში ასი აქვს
გრადუსი, აზავებ ...დაგცინეს ბავშვებმა...

გიხსნი და ვერ ხვდები, ან სულაც გკიდია...
იცი რომ ხელს არ გკრავ ჰორიზონტს მიფასებ,
სამყარო  ტრილიონ მილიონ დიდია,
შენ რომ გრძნობ ამ დამპალ და ცოდვილ მიწაზე...

არ მესმის თუ რამეს არ იღებს ეს ტვინი,
ეს ჩემი წიკები, აზრები, კოსმოსი,
ჯიუტად არ მიყვარს მსოფლიო შექსპირი...
და მომწონს მოთხრობა, შალვას ან ბონდოსი...

სუყველა ოფლს ვიდენთ ცხოვრების ბუხართან,
ჩვენ ჩვენი ნაბიჯით აქამდეც გვივლია,
იმასაც უყვარდა და ისიც უყვარდა
ვიღაცას,- ვინც ტყვია ესროლა ილიას...

სიმარათლეც არ ყოფნის ხანდახან სიქველეს,
ასობით ღმერთია, ათასი მითოსის,
იმ ერთს გთხოვ: ნამდვილი ვინცა ხარ- მიშველე !
მიღმა ვარ თუ გარეთ შეგნების გისოსის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი