უკვე რამდენჯერ
უკვე რამდენჯერ, ზურგსუკნითი ბოღმა ანთხიეს, მსუბუქი ცოდნით ვერ იმაგრეს სიტყვა კბილებით... მთელი ცხოვრება , შურს და ქილიკს გადაახიეს, მამათა მიდის თაობა და მოდის შვილების... აღარაფერი შეიცვლება ასე მგონია, სამების გუმბათს უწონებენ უტა-ამზომველს, მაგ მწყემსებმა კი ათასობით სულით ,,ბონია'' უფსკრულში ყალბი სალამურით გადააძოვეს... სად ხარ? შენს სახლში ისევ დადგეს ჭრელი დახლები, ოღონდ ისწავლეს შენიღბვა და უკვე რთულია, უბრალო ხალხმა ვერ გავიგეთ სად და რა ხდება... სული სულია ძველებურად, ფული ფულია... მოდი! სამართალს სანამ ფურთხის ზღვები წალეკენ: სოფლის პატარა ეკლესიის ზარი დარეკე !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი