გოგონა ვისაც უყვარს ლიტერატურა
Არის ინტიმი თვალთა, აკრძალულ ფიქრით ქროლა, Საინტერესო თემა, ფილოსოფიურ ფუძით, Ვისთვის ცხოვრების დრამა გადაქცეულა როლად, Ზოგი რეჟისორს მუხლზე, ზოგს კი პირიქით უზის.. Დრო არ არსებობს თუმცა, სულ სხვა დროება დადგა, Ლეგიტიმური ფიქრის უფლებაც ხდება ბლეფი, Არჩევანია უკვე თუკი დადექი კართან, Ვის ჯადოქარი მოსწონს, ვის ალქაჯი, ვის ელფი... Საინტერესო თემა უსასრულოა არსით, Ლოგიკურ ფიქრთა ხვიის ალოგიკური განშლა, Გინდა ჩაძირვა მასში,არ გეჩქარება არსით, Ირგებ საყვარლის როლს და არ ელოდები ანშლაგს. Ყველა დავათრევთ ჩვენს ბედს, როგოც კოდებს და ხლართებს, ''Დეზოქსირიბონუკლე''-ს გამატრიცებულ ფორმას, Ვერ გავექცევით ანკესს, ნუ სულ მინიმუმ ბადეს, Ვიცით რომ იცის ღორმა, რაც ვიცით უკვე ორმა. Რაციონალურ ახსნას არც კი ეღირსოს შანსი Იქნებ, და მაინც მოგწონს რაღაც მასში და მისით, Მერკურის მერე ''ვენო'',მერე ჩვენ, მერე მარსი, Მზე განშლადი და ვრცელი, მთელი მშვენებით თვისით... Აბსურდულია ნდომა, და ლოგიკური თანაც Საინტერესო აზრი იცვლის ფორმას და იერს, Მაგიდაზეა ყველი, პური, ლინზა და დანა Გოგონაც, - ვისაც უყვარს ლიტერატურა ძლიერ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი