ევოლუცია


Შემხმარი ტოტები გაჩრილან ღრუბელში,
Და შავი ძაფები ზეცაზე კიდია,
Ზედმეტი კვადრატი ნახატზე ნუგეში
Და აღქმის პროფილის მარტივი გიდია...

Რად გინდა სამყარო მილიონ ფერებში,
Თუკი არ აღიქვამ ღვთაებრივ თამაშებს,
Ნაკლები დალიე სიგარეტს შეეშვი,
Ასევე მორფებს და წებოვან ანაშებს...

Ხედვაში მრუდეა თუკი ეს ასპექტი,
(Რელსებიც მიდიან სადღაც  და იქამდე),
Უბრალო ფორმა თუ მუნდირი სპასპეტის,
Ძვლებით ან გარეშე ეშვება მიწამდე.

Ხედვაში ქაოსურ ფიქრების ქარიშხლით,
Კონტურებს ვხაზავთ თუ უბრალოდ აღვიქვამთ,
Სულ ბოლოს სუყველას ატომებს დაგვიშლის,
Კოსმოსის შემქმნელი კოსმოსში გაგვიყვანს...

Და მაინც მილიარდ ფერების სიჭრელეს,
Გმადლობ ამ თამაშებს, ცდებსა და შედეგებს,
Სიკეთე, ზნეობა, სიმართლე, სიქველე,
Მე ველი დახვეწილ მოდელებს შემდეგებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი