კაი კაცი (კარსონია)


როცა სხვისი ჭირი გჭირს
უზიარებს თეფშს და ჭერს,
თუნდაც უცხო პირისთვის,
ოჯახს აკლებს ყველაფერს...

ზოგი გითვლის სიგიჟედ,
ზოგიც კიდევ დაგცინებს...
იმას იცი შია და
ამ დროს რა დაგაძინებს....

ღამე უსიგარეტოდ, 
ვერ გაწირავ გულიანს...
როგორ უნდა გაერთო
თუ ბალანსი ნული აქვს

შენ მოძმეს და მოყვარეს,
კაცს სინდისის მარჯვენად...
სიკვდილს გამოეპარე
სხვების გადასარჩენად...

ვფიქრობ, ასე სამყაროს
თეთრი ფერის სამოსით...
ბნელი გადავატაროთ
თუკი ყველა გამოვცდით

ბედს კვლავ ჭედავს ჰეფესტო
თუ არსებობს ბედობა...
ქრისტეს ჯვრამდე შეგვეძლოს
ერთმანეთზე შედგომა...

ვიცი სხვისი ჭირი გჭირს,
ვხედავ როგორ ინთები...
სულაც უცხო პირისთვის
ფეთქდები და ზვირთდები....

კი აქვს რაღაც ღვთიური
ამ მოკვდავურ ჩალიჩებს...
თავი მშვიდად რომ გიდევს
შენს სახლში შენს ბალიშზე...

როცა სხვისი ჭირის გჭირს...
ღმერთი გიხშობს გასაჭირს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი