ზ.ბ.
ისევ ამტკივდა ეგ სანგარი, თხრილი თუ ტყლაპო, რომელშიც წევხარ, იმარაგებ ცისკრისთვის ტყვიას... თერთმეტი თვე რომ დენთის სუნი უბრალოდ ყლაპო მხლოდ ამისთვის კაცი ხარ და ვაჟკაცი გქვია .... ვერ გამოვდექი, ვერ ვივარგე როგორაც მსურდა, კი მოგწერე და შეგახსენე რომ ვარ და ვდარდობ როგორც მათხოვრის გაწვდილ ხელში ჩაყრილი ხურდა ისეა ჩვენი საქართველოც და სევდა გვათოვს.... რა უნდა მექნა ასე რომ ვთქვათ არ ვიცი შარშან, ან დღეს... ან გაისს, რა და როგორ არ ვიცი იმე... გამოვთაყვანდით, დავბეჩავდით და სისხლიც გაშრა ალბათ, თუარა ხომ ვიზამდით რაიმეს ვინმე... ისევ ამტკივდა განშორება, ყველა ძმის სახე, თავს იყრის ერთად, ერთ სიტყვაში სიშორის მარში გუშინ სიზმარში, კრემლის კართად ყუმბარით გნახე... მშვიდობით ახდეს, გამარჯვებით დაბრუნდი სახლში !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი