ქუთაისური წვიმა
ქუთაისურ თავსხმაში,აივნების ქიმებთან, შევეწიწილკრუხე და ხალხიც შემომიერდა. ბალახვნიდან ამოსულს,საფიჩხიის საზღვართან, მესმის ღამის ქუჩაში,ცოლი ქმარს რომ ლაძღავდა. -შენ დალიე ქერძაფი,ლოთი ხარ და მტარვალი, -მომაწოდე ეგ ძაფი, დაგიკერო შარვალი. -ქალო ენა ჩაიგდე,რავა ტყვილა აშარდი, -ძაფი ლურჯი რომ მომცა?! შავი!!! - შენზე გავშავდი. წვიმა უფრო უმატებს,ცრემლად გასკდა ცარგვალი, ამ სხვადასხვა გაგების ხალხს, გვადარდებს შარვალი. ზოგმა ივარაუდა,ამინდების სერია... დედა მამას ურეკავს: -მოდი ბავშვი სველია. -პენსიები იქნება იქით კვირის ბოლოსთვის, -კილოიანს ვიყიდი სამურაბედ ჟოლოსთვის... ერთ აივანს რამდენის დატევა შეძლებია, შეფარება წვიმის დროს,ყველაფერზე მეტია. ის ოჯახიც ჩაჩუმდა,ხალხიც ნელა წავიდა, წვიმა შეწყდა, ყველაფერში ათი წუთი გავიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი