აღარც სერენადები


მოლურჯოა ლაჟვარდი,მზე ოქროა ცურვილი,
ქლოროფილგარეული ყველაფერი მწვანეა...
ასე რადიკალური გარდაქმნების სურვილით,
ზეაჭრილ პათოსებში უკუნითი ღამეა

ვერ გარჩევა ფერების,ვერ გარჩევა სქესების,
აზროვნების დახვეწილ მოდის სინქრონაბმული
ფორმა: ღუპავთ ჩილიმით, ინსულინის ნემსებით,
აზრი დაბინდულია: ბოლით,ნამწვით,ამპულით...



გაყინული კოსმოსის,მოშავთეთრო ლოლოზე,
დაკიდებულ სიმუნჯის ორბიტალურ ხაზებით
ისევ ჩადასავლეთდა,მზე მეზობლის ჟოლოზე....
აღარც სერენადები,აღარც მუხამბაზები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი