შენზე ფიქრი


გაზაფხულდება, მთებში უკვე თოვლიც ატირდა,
წევს მონატრება, დათვის ძილით, ლპება გვერდები
შენზე ფიქრები წამოვიღე სესხად  მარტიდან,
თებერვლისთვის და აგვისტოში ჩავესესხები.


ნელა ითოვებს თებერვალში, გადაირიოს 
იქნებ ენძელაც, ამოხეთქოს სადმე  თავებად...
მთავარია რომ, შენზე ფიქრი არ დაილიოს,
თორე სტოფები თავისთავად გაუკვდავდება !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი