შეიძლებოდა დაგეწერა ...
შეიძლებოდა დაგეწერა უფერო ფრესკა, ან ყველა ფერი მუსიკაში გეშალა გამად... ვიყოფით ასე რომ დავუშვათ: შენ თაფლი, მე სკა ! უფრო მარტივად შენ საჭმელი მე თვითონ ჭამა ! შეიძლებოდა გაგეთალა ტაბიკი უღლის ჩაგეშვა ჭაში, სტუმრებისვით ლაპალაპა სათლი... ვენახის ძირში ჩაგეკეცა ფუსფუსით მუხლი, ძველ სამრეკლოში კვირაობით გელოცა სანთლით... უფრო იზამდი ჩემი აზრით პოეტურ საქმეს, უფრო დაწერდი, სამახსოვროს და სონეტს უხმოს... იმოქმედებდი სიკეთეს და იტყოდი სათქმელს, ბევრად მკაფიოდ, ასე სჯობდა შენთვისაც უფრო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი