მაინც მარტო ხარ


მაინც მარტო ხარ თუ ნიშანი დაგყვა მითების,
განდეგილივით შენი აზრი კლდეებს ასკდება,
მარადიულში სახარებად გაირითმები..
ვით ბრძოლის წინა, მოუსვლელი შინ, ქადაგება.

მაინც მარტო ხარ, სარკეებში ღმერთი გაწელეს..
ყველა სამოთხე, ჯოჯოხეთი, განსხეულება
მოციქულები ახალ ჯიშებს ისევ დასწერენ...
ზუსტან იქიდან საიდანაც არ გეგულებათ...

მაინც მარტო ხარ შეაწირო სული სულდგმულებს,
ანდა სიყვარულს შეახარჯო ყველა სიცოცხლე...
კლიტით არავინ მოადგება შენსას ურდულებს
თუგინდ კარამდე მოახერხო და შენ მიცოცდე...

მაინც მარტო ხარ, ეუბნები ათას სიტყვაში
მთელი სამყაროს უსასრულო სიტყვის მარაგებს...
გამოსულია ანგელოსი ცოდვის წვიმაში
და შენ სამგაზავრო ჩემოდანში ლოცვას  ალაგებს...

საიდუმლოა: მართალია ერთი მღვდელია!
როცა უხსნი და მოსმენილი შენ აზრს არა ჰგავს...
ჩაკეტილია ფსალმუნებში ეს მისტერია
როგორც მას სურდა მაინც ის გალაპარაკა !

მაინც მარტო ხარ, სანამ ყველა ასე იქნება, 
სანამ სიტყვები არ იქნება გასაგებები
დაკეტილია, ურდულები და ბოქლომები
ერთ ორ კაცს მხოლოდ თუ ექნება გასაღებები ...

....
მაინც მარტო ხარ, რადგან ნახე სახე უსახო !და ცდილობ ყველას პირში უთხრა, ზოგსაც უძახო !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი