ხანისწყალის ჩქერებზე


ხანისწყალში ჩქრებეზე, მზე გადარბის ლიცლიცა
მამაჩემის ნაქონი ავტო ხიდს ეფარება...
იქვე გაჩერებაზე ქალი ქოლგით იცდიდა
ის დრო არის საღამო  ნელა მოიპარება...

ტანსაცმელი მივყარეთ, ლუდის  შემოქმედებით
ჩქერში ჩაციებულებს, უფრო ჩქერში მივათრევთ...
ჩავუჯდებით მუსიკას მთიდან ნადენ წვეთების
ამ წუთების სანაცვლოდ ღმერთს მადლობას მივართმევთ....

ტელეფონებს დავშლით და ჩვენ ხმას ფარავს ხმაური,
იმერული ჩქერების ცეკვის...სამარადისო...
მომიყევი ოთარის გეგმა "კოკოტაური"
თან საქმე და ბახუსი თან ლექსი თან ვხალისობთ...

ხანისწყალში ჩქრებეზე, ჩრდილი წვება ლიცლიცა...
მამაჩემის ნაქონი ავტოც უკვე გაგრილდა...
ღამდებოდა... და მზეც კი იმერულად გვიცდიდა
ის დრო იყო ჩიტი რომ აფრინდება არღნიდა ნ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი