ზოგი მარტო დადის


ზოგი მარტო დადის და ზოგს კი მუდამ ახლიან,
ცას რომ წვდება ბეჭებით, ხმას არ იღებს მჭექარეს...
ზოგი უსახლკარო სჯობს სასახლიან-სახლიანს...
ზოგი მეკარეა და ზოგიც სახლის მეკარე...


სამართალი არაა, არც მიწაზე არც ცაში...
თვითონ ცა რომელია, ანდა ზევით რომელი...
ცეცხლი ჩაცხრილულია უმკაცრესად ნაცარში...
მაგრამ მაინც აღდგენას მისას ყველა მოელის ...

ზოგი იბნევს სხვის გახსნილს, ზოგს ღილები აწყდება, 
ლამის სული გაგლიჯოს სურვილების თამასამ...
ზოგის_ გამოხედვითაც არაფერი არ წყდება...
ზოგმა მზერით სურვილი ლამის გაასამასა...

ზოგი მარტო დადის და ზოგს კი მუდამ ახლიან...
ზოგს პირდაპირ შუბლში და ზოგს ბეჭებში ახლიან
დედამიწის ცოდვები ძველიან და ახლიან
ზოგის წიგნის თაროა, ზოგის წიგნის დახლია...
სამწუხაროდ ეს ბურთი ჩვენი ყველას სახლია! ...
სისხლით სავსე ჭრილობა იმ მხრიან თუ ამ მხრიან
უსამართლო ტვინები, თავებს მედგრად დახრიან...
ზოგი ცხორვობს ზოგი კი მიწას ფხოჭნის მახრიანს....

დედამიწა სახლია! 
დედამიწა სახლია???
ძველიან და ახლიან
მღერიან და ახლიან...
ზოგს საერთოდ ახლავენ
დავამთავრებ ...
ახლავე !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი