ქუთაისს


მზე თაკარა სხივებით ეფერება სახურავს
სიცხეც ჩრდილებს დაეძებს, ზეცა ლამის თეთრია...
ჰორიზინტიც გაბაცდა, გამოშრა და გახუნდა
შუქი დარაბის ჭრილში ირიბად გაეტია...

მაინც საქართველოზე მოდის ამ დროს ფიქრები
ცა იწურავს შუბლიდან ოფლს და ჩრდილებს დაეძებს...
იმ პატარა ოაზისს: შენ ხომ მუდამ იქნები
იმ კვეთებს ვენაცვალე იმ გრძედებს და განედებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი