მეთოჯინე
იღიმიან ლეკვები, დათუნებიც, იხვებიც, უფრო თვალში შემომრჩა, ჟირაფების კისკისი... ყველა სათამაშოსკეთ თითო ბავშვი იხრება ყველასა აქვს ზღაპარიც ისტორიაც მის მისი... ჩემი აღქმის რეგისტრი უფრო ყოვლისმცევლია ვიდრე მაგათ თვალებში მოსაუბრე სულები... ჩემი არის სიგიჟეც, ლანდებიც, მისტერიაც რათქმაუნდა მეც მესმის მათი ნასაუბრები... ვხედავ შენი ბავშვობის, მოთამაშე აჩრდილებს... და სამივეს დანაკლისს როგორ იზღვევ განცდებით... ჯარით სათამაშოთა არაფერი გაშინებს... ლეგიონებს ალაგებ სიკეთისას, არ ცდები!... არამარტო მათ ენას, შენს ტკივილებს ვუსმენდი... მოვიტყუე ბავშვივით რადგან, ცრემლი დავფარე... სულში ჩახერგილია ტკივილების ლურსმნები შენ სათამაშოებს და მე კი ლექსებს ვაფარებ თავს!... და გადის ეს ჟამიც, ხან შავი ხან თეთრია... შენი ჟირაფები კი იხსენებენ აფრიკას... და მათ კეთილ თვალებში ბევრი ბავშვის ფერია და ოცნების ჩიტები ერთიანად აფრინდა ... თვალის გუგის ჭრილებში მოსჩანს ბუღი სავანის, ჩემი აღქმის რეგისტრი ცაში ვერ მოეტია.. (პატარა ჟირაფები ოქროსფერ ქარავანით) ყველა მეთოჯინეში, ბავშვი და პოეტია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი