ჩანაწერი გიჟების


თეთრი ტკვილებია, სულში გადაწნულები
ისე იღიმებიან, თითქოს დროში გაჩრილან...
ისევ თეთრი ჩრდილები, ნაპირზე ქალწულების
მეშინია გვირგვინებს ისევ რომ გადაჩრდილავს...

სანამ რამეს გაიგებთ თქვენი სულის ფორმატი
უკვე იქეთ ნაპირზე დაელოდოს სხვა დენებს...
კაპიროსკა კარგია, მოედანიც მონ მარტნის
და მზე ათოვს ჰაერში მოცეკვავე ფანტელებს...

ისე ზესრულს სამყაროს მხოლოდ თვალის დახურვით
დაინახავთ ლაჟვარდში ჰოლოგრამულ ციურებს
ყინწვისი და გელათი, ნიკორწმინდა, ხახული...
ფრესკის აელვარებას, ლოცვა  გააღვთიურებს...

შიში სულებს დაკეცავს, როგორც მუხლებს მიწაზე...
სამართალი არ არის თქვენი კოდით კეთილი...
ღმერთი თქვენ რომ გაწყობდათ იმნაირად იწამეთ
ათჯერ მაინც დალეწეთ ქვაზე გამოკვეთილი...

მცნება, თქვენ რომ გეგონათ დასაწყისი ზღაპრების...
ბალანსების სტროფია, კოდი სტაბილურობის...
თქვენ აგრძელებთ სისხლიან ბილიკს თქვენი წინაპრის,
მადლობელიც არა ხართ ამ სამადლო მდგმურობის...

მტკივა როგორც ოჯახი, სისხლი, შვილი, სითეთრე
უმახინჯეს სულებზე, მადლის ნიღბად მიგება...
ყველა თქვენს წილს სიმართლეს დამღუპველად იკეთებთ,
თქვენ რომ არ ელოდებით ზუსტად მაშინ იღება

კარი ჭეშმარიტების, და სიმათლის უჩრდილო
კასკადები ეშვება, მუხლზე წვერდაცემული
თქვენი ფანტაზიები, ულოგიკოდ უძირო...
(გიჟის ჩანაწერები, დახეული რვეული)

თეთრი ტკიველებია, მზეში შესისხლხორცებით,
მზეში შეგონსულებით, არის უფრო სიბნელე
თქვენთვის ვისაც არა გავქთ ხედვა ცხვირწინ ბორცვების,
მთებს ვერ ხედავთ და ამ ფაქტს ვერაფრით ვერ ინელებთ.


(ჩანაწერი გიჟების, ჩანაწერი ბიჭების)
ქარი ფურცლავს ასი წლის მილიონჯერ ფირფიტას...
რაც აქამდე ვუყურეთ, სანამ არ შევიცვლებით,
უარესებს შევხედავთ, აწი ამის იქითაც !...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი