არ მყოფნის


არ მყოფნის გასაქანი, პრინციპში ასაფრენი
ბილიკის სიგრძეები მე როდის დავიკიდე
რასაც ვწერ და ვგულისხმობ, მათ გარე დანარჩენი,
ყველას თუ გულს არ ხვდება, მადარდე აი კიდე...


ჩემია წყალ-ხმელის გამყოფის "პროდაქშენი"
ცხრამეტში მომაჩუქეს ულესი ხმალ-ხანჯალი...
არ არის ფერები რომელიც შენ არ გშევნის
ხელახლა სიცოცხლესაც ხელახლა დავხარჯავდი...

შენთან და... დავხვეწდი მოდგომის პათეტიკებს ...
ხელახლა ავაგებდი ოცნების ცათამბრჯენებს...
(კოშკები შეაძველდა, ამ ბებერ მატერიკებს)
ხელახლა ნაჩუქარზე, ხელახლა დაგაჯერებ

რომ ცაში ამურები, სხვა დროის მითებია
ჩემგან და... უსრულია ღვთიური გამრავლება,
იქნებ ეს ჯერია ამიტომ ინთებიან
ლექსებიც...და ეს კი არასდროს  დამთავრდება....

არ მყოფნის გასაქანი, პრინციპში ასაფრენი
ბილიკის სიგრძეები მე როდი გამაჩერებს...
რასაც ვწერ და ვგულისხმობ, მათ გარე დანარჩენის,
ვერ მცნობის არც კი ვუსმენს კრიტიკულ განაჩენებს....

არ არის ფერები რომელიც შენ არ გშვენის
"მიყვარხარ" ბანალურად არ მითქვას დამიჯერე
სიცოცხლე ალბათ რომ მეასედ შემაშველეს
და სანამ ამ ბირთვულს დიდი ხნით გამიჩერებს

პროცესებს ატომის გახსნაზე უცხელესებს
ლექსებს, და ამ რითმებს უსრულად გაზომილებს...
მომწყინდა წაკითხვაც შენთვის უცხო ლექსის
ჩემი კალიბრითაც სამყაროს გაგრძნობინებ...

ნელ-ნელა, ბადაგებით გადადის ღვინობაში,
შენს ირგვლივ ნაბრუნები უსრული ცათა წყობა
ათასჯერ დავთვრებოდი ისევ ჩვენს ნიშნობაში...
ვინ იცის მერამდენე არის... ეს გადაწყობა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი