აზრები


ან დასაწერად ღირდა თუ არა,
ან ვინმეს გულზე თუ არ მოხვდება,
ვის რა ტალღებმა გადაუარა
ვინ რამდენ ხანში უახლოვდება..

თავის საყუდელს, სამარადისოს
არავინ იცის, ვისაც შთაბერეს...
დარდში ჭკნება თუ მუდამ ხალისობს
გენს აგრძელებს თუ მხოლოდ აბევრებს.

ყველა თავისი საზომით ზომავს
როგორც საკაბეს დინჯი მკერავი...
ზოგი დაფნებით შეხვდება ბზობას
მაინც ვერაფერს ვერ ცვლის ვერავინ...

ფასი სიცოცხლის, ფასი გასვლების 
აზრი სუნთქვის და აზრი შეწყვეტის...
ჩამარხულია თეთრი მარცვლები
მზერა ვერ წვდება ჩვენი ვერცერთის...

საკმარიასია მოვიდეს წვიმა
წყალი დაეცეს აზრს და აზრუნებს...
მთავარი არის სადამდე მივა
ფიქრი რომელიც ცამყარს აბრუნებს...

ამოხეთქავენ ზედაპირს, ცაში
აატოტებენ ფოთლებს სიცოცხლის...
აპოკალიფსის ნაცნობი რაში
დგას და სიცხეში ჩრდილებს იცოხნის...

ფასი ყველაფერს მიკრული დარჩა,
თითქოს მიიწვა ტაფამ საკვები...
სუნზე გაიქცა და მიწის ფარჩა
ასე დროებით გახდა საქები...

რომ დაბრუნდება თვითონაც კი თქვა...
მხოლოდ მსმენელებს არ აქვთ ბილეთი,
ვისაც უყვარდა სანთელზე კითხვა
მას გაუკეთეს ყველა ილეთი.


ნაწერის ფასი, წიგნების ფასი
ფასი ფულის და ფასი შეგნების
დაწერილია ათასჯერ ასი
ჩალეწილია ძვლებიც ნეკნების...

რომ სასაცილოდ დამპალი პირი
წერს და აქვეყნებს თვალთმაქცურ ლექსებს
ისე იცინის რომ თითქოს ტირის
არადა იწერს, და თითქოს ეძებს....

კი შეიძლება ასეც ვიმსჯელოთ
ყველა საწერი წაიღო გალამ...
(ალიგიერმა მოხსნა ის ჩერო)
სული გააძვრეს ჯაფაში კალამს...

მარადიულის ნაღეჭი ტყავი...
კვალავ იგივეა რაც იყო მაშინ...
ლექსიც კი ჭკნება და ისევ ყვავის...
ან გულზე ვიკრავთ ან ვიბმევთ თმაში...

ბედი მიჰქროდა კვლავაც თავისით
რადგან არ ქონდა ტკივილებს ბოლო
(და არც სიხარულს ქონდა ხალისი)
იყო აზრებიც ლულაში სოლო.

თითქოს აუშვეს თეთრი აფრები 
და მიარწევდნენ ქარები ფიქრებს
როგორც ტკივილებს ლურჯი ზღაპრები
ან როგორც ხელი არაყის ჭიქებს

გადადიოდა ღამიდან დღეში
სუნი ტკივილის, გემო სიმწარის
გაბლანდული ვარ უსიერ ტყეში
და მოლოდინში მხოლოდ იმ წამის

როცა იმედი გაჩნდება მასში,
ან უფრო ჩემში საშველი მასზე...
მე შემეტყობა წერაშიც, ხმაშიც...
შუქი შედეგის, სინათლით სავსე....

რადგან იმედი მუდამ რაღაცის
ანდა ვიღაცის მქონდა და მღრღნიდა...
წუთსაც ზედმეტად არვინ დამცლის
სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის ღირდა

რომ დავინახე ყველაზე მეტი
რაც ფანჯრებიდან ანდა ანძიდან...
ას კაცთან ერთად ვიყავი კენტი
და ცაც გრდემლივით უცებ დამძიმდა.

მომქონდა ყველა ნამწვავის ბოლი
და ჩასუნთქული მქონდა თრიაქი...
უკრავდა ბედის მხურვალე დოლი
და მოვდიოდი ამ ფორიაქით...

როცა მოვიდა, ცაში დავხაზე
ყველა იმედის ფერთა კაშკაში...
და მივაყოლე ჭიქას ნაფაზი...
და ისტერია ორ თუ სამ ხმაში ...

ყველა შიში თუ გრძნობა წინასწარ
რაც კი მქონია სამყაროს დღიდან
კვლავ ვიმეორებ მხოლოდ იმათთან
და მათთვის მხოლოდ მეორედ ღირდა....

სქესები ცვლიან სქესებს და სახლებს
მე კი ორივეს მოსვლით ვივსები...
დაგებულია სიცოცხლის მახე
და შეყრილია ერთად ნისლები...

გადავიჩეხო უნდა ყოველდღე
და ჩავესისხლო უსკრულს ფსკერამდე...
ყველა იმედზე ისე მოვედე
როგოც ობობას ქსელი პერანგებს.

და განმეორდეს დროის ბორბალზე
და დავიმარხო ღამით მარცვლებად...
რომ გათენების (წვიმის) მოსვლამდე
დავყო ქმედებად, გეგმად, აზრებად...

ყველა მომდევნო გაცოცხლებანი
თავის ტკივილით მახევს ყბასახეს...
ცაში დაკრული სევდის ებანით
მე ხომ არ ვიცი თუ რა დასახეს...

ამიტოვ ვიბძვი ჩემი აზრისთვის...
რომ ამოვიდეს წვიმის შედეგად
რომ არ გავიდეს დამპალ ბაზრისთვის
დაფასოებულ შემოქმედებად...

ამიტომ ვბრძოლობ, რომ ჩემმა აზრმა
ფერი მიიღოს, სულ სხვა გამიდან
რომ აზრუნების ჩამკეტი კარმა
არცერთი წვეთი ბოღმის შხამიდან

რომ არ შეეხოს, ორჯერ მოსულებს...
სქესები ცვლიან სქესებს და სახლებს...
რიგში მოშივდათ სულ სხვა ორსულებს...
ისინიც თავის არქმევენ სახელს...

ჩემსაზე თხრობის ანდა წერის მაქვს
მხოლოდ უფლება, ანდა სურვილი...
რას როგორ ანდა სად გაერითმა
აზრი არა აქვს ხმაურს დუმილის

ჩემითვის, რადგანაც თავის ქალაში
შემოკოსმოსდა უსაშველობა...
და ამ წამიერ მოსვლის ამბავში
მჭირდებით როგორც ქარში შენობა...

მჭირდებით რადგან, ისე ნულია...
აზრი, ან რითმი, ანდა ბგერები
მზეც თავისთავად გაყინულია
მოსვლის საყრდენი ის სიმღერები

არის მხოლოდ ის, თქვენით რიჟრაჟი..
და თქვენი ხმების ცელქი ბგერები...
სხვა დანარჩენი არის მირაჟი
ქარში გაქცეულ თმების ღერებით...

სხვა ყველაფერი, არის აბსურდი
ხვატი ტრამალებს სწრაფად გადაწვავს...
მე ორბიტიდან ბევრჯერ დავბრუნდი
თქვენი ძაფები მიწას მაჯაჭვავს !

ჩემი განცდები ისე მძიმეა
ყველა ვარსკვლავი როგორც ციური...
და ტკივილებიც ისეთივეა
ჯოჯოხეთურად ზემასიური.

მაგრამ არავის არაფერს არ ვთხოვ
მხოლოდ ჭაღარა იმჩნევს ტკივილებს ...
მე მიხარია როცა თქვენ მიხმობთ
და კვლავ იმედით ხოლმე ვიძინებ !

საკმარიასია მოვიდეს წვიმა
წყალი დაეცეს აზრს და აზრუნებს...
მთავარი არის სადამდე მივა
სული რომელიც ცამყარს აბრუნებს...

ანდა სად მივა, ყველგან მისული
და ყველაგნ მყოფი გონი ნათელი
მხოლოდ აზრების ყოფნას ვისურვებ
ბედნიერებით და სიჯანმრთელით !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი