უბრალოდ ლექსი


შენ თითქოს სულზე დაგიცურდა ფეხი ანაზდად,
ცრემლებით სველი, ვარდებივით თხელი ფოთლებით
დანარცხებისას დრო სიგრძეში ისე განაზდა
როგორც არყისგან გალეშილი ღვინის ბოთლები...


ისე იკივლე  რომ სანთელზე ცეცხლი გაბზარა
ზარების რეკვას გაუღუნე ლამის სიხშირე
წვიმს სიცივეში, ქართან ერთად, ნელა ნარნარად,
შენ გახედვაზე გაყინული აბრაც შიშხინებს...

რატომ მოხვედი, ანდა გხედავს ყველა ნეტავი?
წვიმს ბალაზებზე, მიწაზე და მიწის შიგნითაც...
რა სიტყვები და რა ფრაზები აზრის შეტანით
ან გამოტანით ვერ დაგხატავ ალბათ წიგნითაც ...


ვიცი არა აქვს აზრი ამ ლექსს უადრესატოს...
არც რამ მიზეზი, არ ფიქრები ვინმეს ლოშნიდნენ....
სული მიმძიმდა, რომ არავის გამოვეხატო,
ისე დავწერე, მუზები და სივრცე მოვსინჯე....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი