ისეთი ხალხი


ისეთი ხალხი უკრავს ტაშს,
ისეთი ხალხი აქებს...
-ხომ კარგი არის
-აბა მაშ!
სხვა რაფერა ხართ მაქეთ...

ისეთი კომპლიმენტებით
ისეთი ხალხი რაცხავს...
ასე ლიქნით და შეტე(ნ)ვით
კი გამოუვათ რაცხა...

ერთ მხარეს სამადლობელი
მეორე მხარე ტაში ....
უნიტაზს მომარჯვებული
კითხვის მოსურნე ბავშვი...

ჩასვირლი სუნის წარსული
უფრო ჩასვრილი აწმყო...
უნდა შეფუთოს ქართული
ლექსით...თან გეგმებს აწყობს.

ორშაბათობით ცოტას წერს
ნაბუხუსევის ხათრით...
ცოტა წყინს რომ პოეტები
ორ შაურადაც არ თვლით...

ისეთი ხალხი უკრავ ტაშს
მოგვაფხანინებს კეფებს...
დიდებულია...აბა, მაშ!
აგე ჭადრაკის მეფე...

ეს კლასი სად შემიძლია
შენ კი ხუმრობდი თურმე...
შემოდგომაზე ითვლიან...
ძაფზე აგებულ ხურმებს.

ასე ლენჩური გახედვნის...
ასე მრავალი სტროფი
ვფიქრობს ამ დროში მათ გვერდით
ჰაერი როგორ მყოფნის?

წერეთ, მეც დავწერ რადგანაც,
თქვენ მაძლევთ უფრო ჟინსაც,
ყველა მზე ერთად ამდგარა,
და შევსებულა "ბირჟაც"...

ისეთი ხალხი შაკრულა
ტაში საკვრელად დღესაც
ჭიქა არ დარჩეთ ნაკლულა
ყველამ უკლებლივ შესვას

ლექსების და პოეტების,
თამადამ: ბრძანა ჭექით...
რას მიედ და მოედებით...
რას ბჟუტურობთ და ვერ თქვით...

ისეთი ხალხი უკრავს ტაშს
ისეთი ხალხი აქებს...
იფ, იფ,იფ ალაგ: -აბა მაშ
ისე რავა ხართ მაქეთ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი