ხვალიდან
იტყვი რომ ხვალიდან გინდა, ფერი შეუცვალო დღეებს, მუხლი მოუდრიკო წმინდას, ქარში მოუსმინო ხეებს. უფრო კარგი იყო ვიდრე დღემდე გიცხოვრია რთულად, ცაში მარგალიტებს ხსნიდე მტერსაც არ მოექცე მტრულად. იტყვი მარტივია რადგან სიტყვა გასროლილი ბაგით... მერე კი მძიმდება ათმაგ თითქოს გაგირიეს ბანგი. ცხელი ჩაი არის ორთქლით ბავშვებს იქით სძინავთ ფარდის... გინდა მოიტანო ფოთლით ცოლის საყვარელი ვარდი. გინდა ბევრი რამე ამბობ კარგი რაც გგონია ის ხარ, გველავ იმ იუდას ამბორს ქრისტე რომ მონიშნა სისხამს. იტყვი რომ ხვალიდან იღებ ხელში სიმართლისას მახვილს, სახეს შეაფლითავ ნიღბებს ხალხის მოუკვდავო სამხილს ! მაინც არაფერი არ ჩანს ჩაის აღარა აქვს "ბოლი"... აწყობ მუზარადს და ჩაჩქანს როცა ბავშვები და ცოლი ერთად იღვიძებენ სახლში სადაც სიმყუდროვე ღმეთობს... მაინც გიზუზუნებს თავში გეგმა განაწრთობი ერთ დროს... შენ რომ უკეთესად იქცე სხვა რომ უკეთესი გახდეს... ხალხი დასიზმრებულს იხდენს, გეგმა რად არ უნდა ახდეს ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი