რატომღაც...


რატომღაც გენიოსთა ჩრდილებში მათ  ჰგონიათ
რითმები თუ დაწერეს ბგერათა თანხვედრებით
აწყობენ, სამადლოდ სიტყვების აგონიას
მე ვეუბნებოდი და ნელ-ნელა ვახვედრებდი...

ტკივილით დაჩეხილ სულების ნეგატივებს
(ბავშვებიც დასცინოდნენ და ისევ დასცინებენ...)
ტყემლებმა ყვავილში მზის სხივი შეატივეს
და თქვენ კი რატომღაც შეშფოთდით ბაცილებზე...

ლექსების მწერლები და პოეტთა სივრცეები
შორიშორს განფენილი სხვადასხვა ფანდებია...
თქვენს სტროფში ჩახლართულ, ნასესხებ ჩანაწერებს
ობი და მტვრის ფერი ნისლები დასდებია !

რომ მხედავ შენც იცი სივრცეთა შენაკადებს,
მაჯაზე გადავიხვევ დოლბანდად ცის ზეფირებს...
შენ იწერ და ჩუმად პირში თქმაც ვერ აკადრე
მუზას... და ჩემს ნათქვამს თვითონვე იზეპირებს...

რას ერჩით გენიოსთა კალიბრი ურიცხვია ....
გაგვეშვით! ზეცაშია ფესვები განფენილი...
რაც ციდან სტროფი და გენია ურეცხია
პალატის ფანჯრების ქვეშ შეიშრობს ქვაფენილი....

მე ვხედავ, პოეტის კალიბრი აათმაგებს
ცხოვრებას, (ულექსოდაც შეიძლება პოეტურად)..
შენს გამო ელვაც კი არასდროს გაანათებს
ჩემს გამო ხო ხედავ კოსმოსიც მოგემდურა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი