მესამე ლექსი
თეთრი ოცნებით ეღვიძება დილას თბილისის რადგან ფიქრებში გამოგადნე ქვიშის მადნებით.. (როგორც ხალიბი, საბერველთა სუნთქვას მიიცლის) მე მოგიგონე შენ კი ტალღის შრიალს დანებდი... არანაირად, ვერსაიდან ან და ვერაფრით, შანსიც არ გქონდა გეარსება...მე გამოგწიე... ქვიშის ფიქრებში, დაგიკრიფე მზეზე ვენახი... თუთუნის ბაღიც... გაგაშრე და იქვე მოგწიე... ხალხი იჯდა და იმუქებდა ღმერთის მიცემულ სხეულს, რომელზეც ეთამაშათ უკვე ხატვითაც... ჩრდილებს ვამსხვრევდი, შეზლონგებზე თავით მიდებულს ვერ გამოგწიე (თუმც მოგწიე) მაინც ნატვრიდან... არსად იყავი, გავაჩერე შენთვის ტალღები, რომ პოსეიოდენს დაენახა კვლავ ამფიტრიტე... გამოგიგონე ხელაღებით და თავაღებით შენი უწონო არსებობა ლექსით ვიტვირთე... არანაირად! სისხლი გასდის ჯიუტ ფეთებით, მაინც მეტოქედ შეიძლება წარმოგიდგინოს.. სადღეგრძელოებს ჩამოვკიდებ ჯამზე წვეთებით დოქში ჩავასხამ გამოგონილ ზუსტად იმ ღვინოს რომლის ქაფითაც გაგიყვანე ზღვიურ ქროლვაში... ცა მაღლა იყო, მე კი ვწერდი ქვიშას ლურსმნულად... სურვილი სხივზე გადიოდა ნელა თრობაში და შენს ფეხებზე ვნებიანი მზე გალურსულა. გამოგიგონე, პოეტების კლაკნილ ნაკვალევს მნათე ბეჭედად ქაოსები აქვთ სამყაროსი... მეცნიერები კლიმატებზე თავებს აკლავენ... შენ კი შეცვალე ერთ სუნთქვაში მზეც და ტაროსიც. გამოგიგონე...გაგიგონე ტალღის მსხვრევაში მზით გატენილი ჰაერიდან შენი ქალობა მე გამოვწურე ჩაბუდრული როგოც მტევანში, შეგაზავე და ჩაგახატე ამ რეალობას ! თეთრი ოცნება კვლავ შეიცვლის ალბათ რეგისტრებს, ისე ცელქი ხარ მოსმარტალე მთების ჩანჩქერად.. ვერვინ გეწევა ერთადერთი მხოლოდ მე გისწრებ, მე ვარ ვინც შეძლო მზესთან ერთად ცას გაგაჩერა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი