ქარია ტოსკანის...
ქარია, ტოსკანის პატარა დაბაში ისეთი ქარია მოიგებს მარათონს... დეკემბერს ვიხილავთ მალე თეთრ კაბაში მაკლიხარ შენ ჩემო ბავშვობის ქალაქო!.. (ქარია ისეთი შენ თავს რომ მახსენებს)... არია ნამღერი ბაგრატის ძველ ქვებთან... მამაჩემს უყვარდა და ღვინის დამსხმელებს გრიალით გასწევდა ხანისწყლის ძელქვებთან. რა გითხრა არ ვიცი, გული მაქვს მოკლულად... ამდენი თახსირის ბუდედ რომ გაქციეს... ერთხელაც ამასხმას შევანთხევ ორ ლულად გულმკერდის არეში ამ დამპალურ საქციელს... შენს იმ მტრებს, რომელიც კალთაში გაზარდე გველივით გეხვევა რომელიც პირფერად... მტერს უღებს სახლის კარს, სამსხვერპლოდ გამზადებს ბოდიში: კაცებად ჩავთვალე პირველად... ქარია ტოსკანის პატარა დაბაში ისეთი ქარია რომ ხეებს დახლიჩავს... შენგან მაქვს წარსულში წესებით თამაში... ახლა კი მომავლის ბილიკიც არ გიჩანს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი