შოთას და გალას...
შოთას და გალას, დავითს და თამარს, მუზების ღმერთებს...ქართულად გაშლას... ვიხსენებთ, ვაქებთ, მოვუშვებთ ქამარს... რომ ბევრი ღვინით შევუწყოთ დაშლას ხელი ღვიძლისას, თირკმლების, გულის სულ გახსენება, სულ სუფრის თავში... გავიგეთ, ამბად, არაკად თქმულიც ნიკოფსიიდან დარუბანდს მარში... ხო ბატონო და ხო კი ბატონო ჩვენ რას ვაკეთებთ? ვახარებთ მახრას! იმის მაგივარად არ მივატოვოთ ჩვენიანს ვებრძვით თან მტერი გვახლავს... გალას და შოთას, თამარს და დავითს... საფურთხებელი აქვთ ჩვენთვის სულში... რომ მაგათ შემდეგ მოჭრილი თავით დავიბღინძებით...მტერს სუფრას ვუშლით.... ფუ შენ სარკეში, ფუ შენ გუბეში... ტბაზე, ზღავაზე თუ რაზეც ირეკლავ... ღირსიც არა ხარ ქრისტეს ნუგეშის... და უნამუსოდ ზარებს მირეკავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი