ტიციანიდან დაწყებული


ტიციანიდან დაწყებული დაღვრილი სისხლი,
(განსხეულებას უფრო ვხედავ მასში ზეცების)...
ყველა თოფი და პისტოლეტი, ან სულაც ხიშტი
უსწორდებოდნენ ჩვენს პოეტებს რითაც მხეცები

ვინც კლავს პოეტებს, თოფით ან სიტყვით...
საქმით ან არსით, გესლით თუ შხამით...
აგერ გუშინწინ ტიციანს ტყვიით...
მერაბს და ზვიადს ათასი რამით...

რამდენმა მყრალმა და სულით მოკლემ
პოეტურ სულში ჩაღვარეს ბოღმა...
ზოგი ზურგიდან გასროლით მოკლეს...
თავად დაიცა დამბაჩა ზოგმაც...

ცისფერი სისხლი გასდის ამ ზეცებს
უდროობაში განფენილ სულთა...
და შენ მაგ მონურ თვალებს აცეცებს
ისევ სისხლი გსურს, რაც ადრე გსურდა...

წითელი ბეჭდით, ეშმას ვარსკვლავით
მლიქვნელ სიტყვებით, ღალატს რაუნდა
კარგი კაცები პოეტს არ კლავენ
არც ხელს ურტყამენ, პოეტს თქმა უნდა !

მაგრამ სადა გაქვთ ტვინი გამგები
დამპალ განზრახვას მალავთ ნიღბებით..
გვახსოვს ეგ ქუჩაც, გაზიც, ტანკებიც
და სისხლიანი თქვენი ნიჩბებიც !
... 

ყველა პოეტის სადისტურად დაღვრილი სისხლი,
მემკვიდრეობით მამებისგან რომელიც გერგოთ
ისევ გამჩნიათ სამკლაურზე ვარსკვლავის შიგნით...
თქვენც გიცანით... და თქვენი დედაც... და თქვენი ეგოც !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი