ახლა გერმანიაში ...


ახლა გერმანიაში არის ცოტა ხმაური,
სამეზობლო წუხდება, რამეთუ და მერმეთი...
ბევრი სიყვარულია ცოტა აურზაური...
ცაში შეზავებული კიოლნი და გერგეთი...

მერე რა რომ შორსა ხართ როცა ერთად გვინდოდა
მანძილები არაა რაზეც შიშით ვფეთდები
ისე შერეული ვარ დამპალ მარადისობას
არასად ვარ და ყველაგან სადაც გაგახსენდებით !

საქართველოს ცაშია ჩემი ბედნიერება
საქართველოს ხსნაშია აზრი მარადისობის...
მეც თქვენსავით მიტაცებს სადღეგრძელოს ფერება,
თუმცა არ ახალია ეს მანამდეც იცოდით...


ახლა გერმანიაში არის ცოტა ხმაური,
სამეზობლო წუხდება, რამეთუ და მერმეთი...
ბევრი სიყვარულია ცოტა აურზაური...
ცაში შეზავებული კიოლნი და გერგეთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი