ასეა


გაყიდვასა და ჯვარცმაში,
სისხლის ნელ-ნელა სმა-სმაში,
გაქაფულია სამყარო,
სიკვდილობანას თამაშში,

კლავენ ისრით და დანებით,
თოფებით, რევოლვერებით...
ღალატით, მახის დაგებით
რელიგიებით, ერებით...

ხმაურით კლავენ სახალხოდ 
ზოგი იყენებს მაყუჩსაც...
ორბიტა შეიჭმუხნა და
ღმერთმა ცალი ცა დახუჭა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი