დეკემბერს ეწევა ...


დეკემბერს ეწევა თუთუნად
ფილტვებში ქარი და წყალია...
ყავასაც ადუღებს თურქულად
არაყიც წყურდება ძალიან...

ისუნთქავს ათასგვარ ნაგავებს
სისხლში კი დაჟანგდა რკინები...
მე მიკვირს რატომ არ აღგავეს
ბნელეთის მკვებავი ტვინები...

ციხის გზას ცდებიან მოდგომით
იმის ის, დარეკეს ზევიდან...
ბევრს უყვარს კრიტიკა სოდომის
ბრმა იყო დაყრუვდა თემიდა...

ასეთი კაცები, შემთხვევით
ხდებიან ჰალსტუხის მცველები...
შევხედავ, ხელზედაც ემთხვევით...
მათ ვინაც მოუშვა წვერები...

მაისში ამინდი ცხონდება,
ერს სძინავს თაღლითურ რწევაში...
ხარჯავენ ჩვენს კუთვნილ ცხოვრებას,
სულ ასე ყნოსვა და წევაში !!!

წავაგეთ ცხოვრება ...
- რევანში !

- რევანში !
- რევანში !
- რევანში !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი