სამზადი
სულის უამინდობა უფრო მოსაწყენია ვიდრე ყველა წვიმა და ქარიშხალი ზღვიური, სულერთია თებროლე, ნათელა ან ქსენია მაყვალა ან ციური უფრო ფანტასტიური სარებია გაწყობით თითო თან საჟენია, ვენახს მორჩი აცალა ნანამ თავხილაბანდით... -ეგერ სასხლავის ტარი ნახე სა დარჩენია - შენი ქმარი კი მოვა აბა ღამე ნაბადით. -იმის ქმარმა იმის ცოლს...რავა გოუფრენია კაპიკს კაპიკს აწებებს, ოფლი გასდის საყელოს, მზე ისევე ოქროს ან პურის ყანის ფერია მგზავრის შემოძახილი: მასპინძელო !... ქართველო !... ისისხლება საფარეს დაცემული მარცვალი, ნეშოს სუნი ერევა წიწილის სუნს კეცებზე... ციცქა დაცვარულია, მანსპინძელის ფანცქვალი სიხარულად ისხმება ჭიქას აგერ მეექვსედ... ისევ ჭორის ზეწრები გამოფინეს ქალებმა, -რაებს ამბობ კი მარა, - სა შენ და სა ჟენია, ბუხრის კუნძი ჩაიკრეს მოტკვარცალე ალებმა, სარები კი გაწყობით კვლავ თითო საჟენია... სულის უამინდობა უფრო მოსაწყენია ბუხრის ბოლო ნაკვერჩხალს სული ლამის ცაში აქვს... მთელ სუფრაზე არავის არაფერი სწყენია... და საღამო ინახავს მასპინძელის ხვაშიადს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი