მესიზმრა გალა ...


მესიზმრა გალა, ისე უსიტყვოდ
ვით დაცემული, ცას მეტეორი...
წინ ყუთი ედო, თეთრი უსირმო
ჩანდა ყუთებიც სხვა ბარეორი...

ასწია ხუფი, ახედა ზეცას, 
აიღო ხელი ჰაერში წერდა,
(სხვენის ქვეშ ბუდე აეგო მერცხალს)
და თუთუნს წევდა, პოეტის სევდა.

მანიშნა ცაში, დახაზულს მწვანად
ვარსკვლავთა წერტილს,სიმრავლეს სტროფთა,
მოიღო თვალით, გალაქსი გალამ
და შეაბნია ორპირის კორდთა....

-სიმეტრიაში არაა ძალა,
არაა აზრი მარცვალთა თვლაში...
რაც სტროფებს შიგნით ფეხდაფეხ მალა,
ის აკორდები ამიხსნა წამში...

კიარ მესიზმრა პირდაპირ რომ ვთქვა,
სხვა ზომებშია ახსნები ცათა,
კოსმოსიური ხარხარი მოგვთა
ვინც ქრისტე თივის ბულულში ნახა...

ისე უსიტყვოდ მანიშნა წამით
ჩაიხსნა ზეცა ვარკვლავთა ღილით...
მესიზმარცხადა იმ შავი ღამით
და მომცა ყუთი სევდების შვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი