სანამ ცენზურა ....


სანამ ცენზურა შევა ძალაში,
და დაიჭერენ ლექსის წერისთვის,
დაასვენებენ პოეტს "ზალაში",
ტყვიას ესვრიან მას სიმღერისთვის...

გვამებს გააქრობთ მაფიოზურად
და მერე როცა ვინმეს დახვრიტავთ,
ბოზები ხართ და ცხოვრობთ ბოზურად
მეტი არ ხართ და მეტი რა გითხრათ ?!

სანამ ცენზურას დააკანონებთ
სანამ ქუჩაში ბავშვებს ჩაწიხლავთ,
მონები ხართ და აძლევთ მამონებს
მეტი არ ხართ და მეტი რა გითხრათ ?!

სული გაყიდეთ ისე ხურდებად
რომ აყროლდით და ეშმაც გაფურთხებთ...
სანამ კანონიც გადახურდება,
და დიდ ცენზურას ტაში აკურთხებთ...

სანამ ქართული სული წამებით,
ნეხვით სახელებს უფრო ინულებთ...
მოვლენ ქართულად, სუფთა გაგებით
პირში მოგცემენ... შაქარყინულებს...

ვადაგასულებს, რომ ეს სიმწარე
დიდხანს შემოგჩეთ გემოდ სტვირიდან !..
ამდენი ხანი რაც გაგიტარეს,
ამოგანთხევენ სისხლად ცხივირიდან.

სანამ ცენზურას დააკანონებთ,
სანამ ცენზურაც შევა ძალაში...
ჩვენ ლადოს: ლიტრი ღვინოც გვეყოფა
რუსთაველი და ცხელი ლავაში ....

სანამ დახვრეტა შევა ძალაში
ხალხის სახელით, მაფიოზურად...
მეტი რა გითხრათ დამპალ თამაშში,
ბოზები ხართ და ცხოვრობთ ბოზურად !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი