მხოლოდ თქვენთან
კვერცხის გულად დახლილია მზე ტაფასავით მოპრიალე ცას... (დღეა როგორც გალეწილი ბზე) შიშხინებს და არ გამოსცემს ხმას... ძარღვად აჩნდა ეს მდინარე მთებს, დაკოჟრილი ფერდობები მკლავს... მტრედი ისე ატკაცუნებს ფრთებს ზეთისხილზე ხომ არ მიდის კვლავ? სიზმარიდან ამოჭრილი რუ ჩააკერა ლელიანის თმას... ქარი უკრავს ცოცხალ ლერწმებს თუ შენზე ფიქრი მასმენინებს მას? ისევ თეთრი აგონია დუმს, და ხმაური მოკვდავია კვლავ... ჩვენი ხელით ვანადგურებთ თუ თვითონ უკვე განზრახულად გვკლავს... ცაში არის მოყვითალო მზე მზეში არის სიცოცხლე და სულ ასე იყო, ყველაფერზე ზე ხორცსაც ათბობს და ასევე სულს... მივდიოდი, ბევრი მიდის სხვაც... ვფიქრობდი და ბევრიც ფიქროს ბევრს... სხვაც რომ სუნთქავს სუნთქვა ქვია მას სუნთქვა ქვია როგორც ვსუთქავ მეც? თუ საერთოდ აზრი არ აქვს თვლას, ფერთა, ხმათა, გემოთა და სუნს...? არაფერი აღარ მინდა სხვა, მხოლოდ თქვენთ ერთად ყოფნა მსურს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი