ღმერთები თამაშობენ...


ღმერთები თამაშობენ, ადამის  შექმნობანას,
ზოგს თეთრი გამოუდის, წითელიც, შავიცაა...
ჯერ კიდევ არაა სისხლი და ომობანა
მზეა და ჩვენი ბურთიც,  ზემოდა შავი ცაა...

დაწერეს სიუჟეტი, ადგილიც სამყაროში
ენებიც ჩატვირთეს და დენების ყველა გამა,
დათქვეს რომ პერსონაჟს არავინ არ ამოშლის...
მოვიდა ის ერთი და თამაში შეაჯამა.

ჩაწერა, გამოაკლო, ჩახატა, მიამატა...
ხასიათს, გარეგნობას, გულისთქმაც ჩაასწორა...
დატოვა ადგილი, ბოროტის, მიამიტის
ავტო გაშვებისთვის სქესები გააორა...

ვთქვათ ასე რომ გესმოდეს სამყაროს აგრესია,
ან უფრო სხვა ვერსია გულს გქონდეს დამარხული,
ხომ მაინც იქ მიდიხარ, რომ უპირატესია
ვერ გააზრებული და სასჯელად არ ნახული.

ბიბლიის შინაარსი, სამყაროს მოდელები,
შემქმნელის გემოვნების ეჭვის ქვეშ გატარება?
(ალკოჰოლს კოკაინით აზავებ ბორდელებში)...
ის კი როცა გქმნიდა თავის თავს გადარებდა.

ღმერთები თამაშობენ ადამის შექმნობანას,
რთულია რა თქმა უნდა ცხოვრების აგრესია...
კაცისგან არ გამოდის ოღონდაც ღმერთობანა...
ეს კი სხვა ცაა და საერთოდ სხვა ლექსია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი