მამაჩვენები
მამაჩემს ქონდა ჩვევები მისი, როგორ სხვის მამას სხვა ჩვევები აქვს, ცოლიკოურიც უყვარდა, ქისიც... და თამადობაც ნაჩვენები აქვს, ბევრთან მრავალგზის ყოფილა ზეცის, და მიწის შვილიც ამასთანავე... მისი ჩვევები ოქრო და ვერცხლი, წესიერების მკრთალი სათავე. როგორც სხვა მშობელს თავისი ბუდე, ან კედლის აგურს როგორც ცემენტი, (ჭაღარა, თმებში შევიდა სრუტედ), ასეთ სიყვარულს დავიბედებდი... ყველას ჩვევები და ხასიათიც, განსხვავებული დაგვყვა ხაზივით, ცხოვრება გვითრევს როგორც თრიაქი, დამპალ სარებზე ასულ ვაზივით ქარში ქანაობს მოგონებები, ჭაში ჩავარდნილ მთვარეს ჩავყურებ... ჩიტების ნაკენკს როგორ ვეძებდით ბალს და ვჩუქნიდით მერე საყურედ ამ ჭასთან, ბლებთან, ჭურისთავებთან, დადის ლანდივით მთავრის სხივებზე, ზეცაც რომ დადგეს ამის თავდებად, მხოლოდ მე ვხედავ და მე ვიხსენებ... მამაჩემს ქონდა ჩვევები მისი როგორც სხვა მამებს აქვთ სხვა ჩვევები... ცოლიკოურით, ტვიშით თუ ქისით ერთად ვახსენოთ მამაჩვენები !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი