ვინც არ არის მასთან...


ვინც ჩემთან არაა ჩემს წინააღმდეგაა.

ვინც არ არის მასთან,
შორის არის  ცები...
მასთან ანუ ძმასთან,
თუ ქალია დები

უნდა იყოთ მისი
როგორც თეთრი მზეთა
ან მაშინ ხარ სხვისი
სახარებას კვეთავთ.

მარტივია აზრი,...
სასტიკია ზეცა
ოქროს ეს დარბაზი,
მოეწონა მერცხალს...

ფრესკა ახსოვს კედელს,
წვიმის ჩანარეცხი
ბევრჯერ დაიკვეხეს
ოცდაათი ვერცხლიც

ბევრჯერ ჩაირიცხა..
ბევრმა საფულეში...
ვისგან გაიკიცხა,
მაგი ამ კუთხეში?

ვინც არ არის მასთან,
წინააღმდეგ მიდის..
მასთან ანუ ძმასთან,
ღალატობს და ყიდის !...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი