ზეციდან მთოკავენ...
ზეციდან მთოკავენ ლექსებით ვენებში მიხრჩობენ ვენდეტებს, ვერ გადარჩებოდით ვერცერთი, (თვენ თვითონ ქრისტესაც ვერ ენდეთ)... ყელზე გაქვთ იუდას ყულფები, ამაყად თავებს ნუ იწონებთ, სუნთქავთ თქვენ ან კი რა უფლებით სამ თუმან ვერცხლად რომ იწონეთ ! მაგ თქვენი დამპალი ნასუნთქი ჰაერიც გულს მირევს შორიდან... რომ არ ლექსების მაყუჩი... მოგიწყობთ სისხლიან კორიდას... სჯობს სანთლებს ანთებდეთ კედლებზე, ხატებთან ლოცვები დამარცვლოთ... (კი ხვდებით) იმ ოქროს მედლებზე, სამშობლოს გაყიდვის სანაცვლოდ ! ლექსები მთოკავენ ცხადია, სიკეთეს საქმედაც მიქცევენ... არ მინდა, მე ომი ნაღდია თვენ მაინც სისხლს ითხოვთ ისევე !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი