ირმის ნახტომი
ჩაილეწა ცის მინა, კოსმოსური ღუზებით, ოკეანეს ეცემა ეკრანების ნაწილი... ორბიტალურ საცეცებს სცემენ გემ-მედუზები, სადღაც სოფლად რთველია, და მეზობლად ქორწილი... ატომური დაშლები, ენერგიებს გარდაქმნის, გახუხულ და ცხელ პურზე კარაქივით ადვილი, სასიკვდილო ხომალდის, საწამებელ მანქანის, ნახაზების ფურცლები, ჭორია თუ ნამდვილი... ნელა ჩამოიწია მზე ორბიტის კიდეზე, შუბისტარზე, ზღვაში თუ, ილამაზა დაისმა... ისე პოეტურია კოსმოსური ფიტნესი, მზის ჰელიუმს ცხრა წუთში, ჭიპის ზემოთ დაისვამს. კუნთებს გააქვთ კანკალი, კუნთებს დენი ელევათ, იმპულსები გადიან ასტრალური ხვიებით, ჯანი მოგვცეს უფალმა, ნაოფლარის შერგება, ჩვენს მტერს გამოლეოდეს, თოფები და ტყვიები ... იგრიალა თამადამ და პლანეტის კარკასმაც, უთვალავი კვანტებით შვება მოაქვს ნეიტრონს... ვარსკვლავები შეწყვილდა... თან გახურდა ჭამა-სმა... შავი ხვრელი ფეთქდება...სოფელი კი ქეიფობს... ღმერთი? ღმერთი იკითხეს, ბოლოს სახეწაშლილმა, მოქეიფე დოსტებმა, (ძვლები ეგდო ფეხებთან) ცაზე მეტეორების კასკადებად გახშირდა, ვერხილული საჭრეთლის სივრცულ ქვაზე შეხება. დრო და ჟამი არ იძვრის, გალაქტიკა ეწყობა... ისე კოლოსალური არის ღმერთის თამაში... -ჩვენს თამადას სიმთვრალის არაფერი ეტყობა, -აფრიკაში მზე წვება, მკვდარი ლომის ფაფარში... მაგრამ მაინც ქაოსი, იცის ცაზე დაყრდნობამ, მთვარეს წელზე მოხვია, ბროწეულმა ხელები... ზიგზაგებით ვიდოდა ორღობეში მაყრობა... მთვრალ გუგებში მოსჩანდა, შერწყმა შავი ხვრელების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი