სად ხარ ...
სადა ხარ? და რა უფლებით გეკითხები?... ამ დაჩეხილ სიბნელეში როგორ მაგნებ, მონატრებას ანდა რატომ ერითმები ცალ იაქეს სურვილებში მაიაგნებ... რატომ იწევ, ცეცხლის ტანისამოსებით შიშველ კანზე გეტმასნება ფიქრის მწერი... თუკი სურვილს ოცნებამდე გამოსცდები... ბარემ მოდი და ვენებშიც შეიჭერი... უდაბნოში მიჰკივიან შენი თმები, მარადიულ სურვილების ნეფერტიტებს... ხანდახან რომ სუნთქვასავით შეირხევი მზის სისტემაც ტორტმანებს და ვეღარ გიტევს... რა უფლებით მოდიხარ და თვალებს მიხელ ან ეს ძილი მოგაჩუქეს ზევსის შვილთა?... თუ სამყარო თვალუხილავს შენ ერთს გიმხელს... შენი თმებით მთვარე ღამის პერანგს ირთავს... შენი ფოტო, ჩვენი ფოტო, არის ფოტო შენი სუნთქვა ჩარჩოებზე გაცდენილი ზეციური აკორდების ჩუმო ნოტო შენს გუგებში გამატარე საცერივით... სად ხარ ნეტა, ასე ახლოს როგორ მოდი,.. ან სიზმარში ამ ღამეში... ვინ გყავს გიდი... მთავარის სხივზე სანარნაროდ იქნებოდი ალბათ ფეხი დაგიცდა და ჩამოსიზმრდი... რა უფლებით? სიზმარეთის სიმღერებში... შენი კოცნის სურვილების არის მარში... ნეტა ახლა გამაღვიძა იმერეთში ცეხლის პირას თმებს იკრავდე მკერდზე ჩაშლილს... ........... ჭადრაკული ხვიები, ღიმი ბაგეს გაექცა... "არა" ისე დათვალე, რომ ცაიტნოტს მამსხვეპრლებ... ისე შემელექსები, როგორც მიწას ა ეს ცა ვით ტოსკანურ სიგარას, თეთრი ქვების საფერფლე... ვეღარც მენატრები და ვეღარც მეიმედები უფრო ახლოს მოდიხარ კოსმოსური სიშორით ისე აკრძალული ხარ როგორც ვაშლი ედემის... ის შემორკალული ვით ბეჭედი ნიშნობის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი