გაგეცინებათ...


გაგეცინებათ მაგრამ მეც ვთვრები,
და ფიქრს ვაყოლებ ნელა ნაფაზებს
ემაგ სუფრიდან მოსული ხმები
აგერ მისხედან ფანჯრის რაფაზე.

ახლა ის დროა ალბათ არხოტომ,
უნდა აწიოს ჭერი ზეცამდე
მომენატრეთ და ასე უეცრად
ჩემი ლექსებით გამოგეცხადეთ.

ღვინოც ასეა თავს წვეთ წვეთობით
ჭიქა ჭიქობით ყველას უბრუებს
ერთი თქვენგანის ოხერი თავი
ჩაეკიდება ვინმეს ძუძუებს...

ძმობის იყო და მეც ძმობას გეტვით,
ბიჭები ვართ და ბიჭურად ვცხოვრობთ
თქვენი სუფრიდან მოსული ხმები
წკვარამ ღამეში მე მესმის მხოლოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი