არის თეთრი ნათება


არის თეთრი ნათება ციდან გამოხმობილი,
შავიც არის უსრული, ნუ ჩვენ ასე აღვიქვამთ,
მომაწოდე ლექსები, ღვინო! ჩემი ძმობილი
თუ ხარ, ჩუმად იყავი, არაფერი არ მითხრა !

არ ვარსებობთ ხომ იცი საუკუნით ადრე და...
საუკუნის შემდეგაც...მხლოდ ქვა აღმართული...
სუნთქვა არის პლანეტის ქსელში ჩართვის არენდა,
გულის ცემა საათი, უკუთვლაზე ჩართული !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი