რა უნდა ვიფიქრო


რა უნდა ვიფიქრო, ან რაზე დავწერო,
ყველაფერს შეეხო აზრი და კალამი,
საერთოდ მეოცემ დახურა კენწერო,
გალას თაოსნობით აღმართეს ალამი !

მაგრამ პოეზია ცბიერია ქალია,
მუზა კი საერთოდ წავიდა ხელიდან...
ლექსების ტყეებში ძლიერი ალია,
ღვთიური ნათების, მოლურჯო მეხიდან.

ისევე სამყაროს გაჩენის ნაწილში,
ვაკუუმს, უფაქტოდ დარჩენას განვიცდი
ვერ ვხედავ მეფობას ლომში და არწივში,
ვერ ვხდეავ სამართალს შუაში ცა-მიწის.

არადა ისეთი ნაზია ერთის მხრივ,..
დაისი ზღვებზე და დაისი ქვიშებზე...
მტრედი რომ ნოესთვის აიღებს ზეთისხილს...
შვილი რომ პასუხობს, უმაღლეს ნიშნებზე.

კი მაგრამ, სისხლშია ყელამდე სამყარო,
ცხოველი ცხოველს ჭამს, ჩვენ კი ვჭამთ ერთმანეთს...
არ ვიცით ნაგავი, როგორ,სად დავყაროთ,
ამასთანავე ვართ, მომთხოვნი ღმერთამდე.

რა უნდა დავწერო, ან ვინღა კითხულობს,
ვის რაში სჭირდება მალამო თუ ჰკითხავთ,
თანდათან ნაგავით სუნთქვასაც  ვირთულებთ,
ბოროტს და ცხოვრებას ერთმანეთს ვურითმავთ...  

რა უნდა ვიფიქრო, დავწერო ან რაზე,
ყველაფერს შეეხო აზრი და კალამი,
ისეთი გრძნობა მაქვს სიკეთე ჩარაზეს,
გალას თაოსნობით აღმართეს ალამი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი