გაბი
მეტყველი თვალები ზეცაში შეკიდე, ღვთაებრივ ნახაზებს შენით ვცნობ მხოლოდ, რაიყო ამდენი, რა მოხდა შენ კიდე, რაიმე მითხარი ბოლოს და ბოლოს... ხარ ჩემი მეორედ, პირველი ამბორი, ზეცების, სისხლის და ცხოვრების სიმწარის... თვალებში უჩრდილო ნათება თაბორის მე დაბადებამდე გნახე და გიცანი... ტრიალებს დრო-ჟამი ხანისწყლის წისქვილზე, და საღაც ბავშვობა გამექცა წარსულში... შენ სახელს ვხატავდი ზამთარში იმ ფქვილზე და ღვინოს ვპარავდი ბაბუას ფარდულში... მეტყველი თვალები თვალებში შემკიდე მოთმენის ფიალა, ვერავინ დალია რაიყო ამდენი, რა მოხდა შენ კიდე, რაიმე მითხარი, გიცდი რა ხანია !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი