არ მეძინება


არ მეძინება, რადგანაც ვუწყი,
რომ სხვა ფერია შენი თოლები...
ფიქრს ჩამოვკიდებ მთვარეზე ყუნწით...
დავლევდი ანდა გავაბოლებდი.

რომ შევუტიო როგორმე დილას,
წელში გახრილი სული ბანცალებს...
თითქოს სუფრაზე თამადა გრგვინავს,
და განსხვავებულ სასმისს მაძალებს.

არ მეძინება, როგორც სტრიქონში
არ ეძინება ფხიზელ ყარამანს..
მუზა სიმთვრალით თავ-პირს მილოშნის
მე კი პროტესტის თავიც არა მაქვს.

არ მეძინება, რადგან ბევრია 
ისეც საძილე რუხი ბორცვები ...
როგორ მეგონა არაფერია
როგორ მეგონა დაიმორცხვებდი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი